ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა უკვე დატოვა. კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კი, კლინიკას საღამოს დატოვებს. პაციენტები ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდნენ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 32 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.