ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პირმა დატოვა.
პაციენტი ე.წ. ქუთაისის კლასტერს განეკუთვნებოდა. ამით აღნიშნული კლასტერი სრულად გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში გასაწერად ემზადება კიდევ ხუთი პაციენტი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ უკვე აუღეს საკონტროლო ტესტი, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.