ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა.
პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა. ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხი თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.