ქუთაისის ინფექციური კლინიკა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
ქუთაისის ინფექციური კლინიკა ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალი კორონავირუსისგან ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

გამოჯანმრთელებულები ე.წ. ქუთაისის, ქობულეთისა და თერჯოლის კლასტერებს განეკუთვნებიან.

კლინიკას უკვე 17 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ დიაგნოზით 19 პაციენტია მოთავსებული.

სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევის მიზნით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.