ქუთაისის ინფექციური კლინიკა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებს
ქუთაისის ინფექციური კლინიკა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებს

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მხოლოდ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებს უმკურნალებს.

ამ დროისთვის კლინიკას ერთდროულად 12 ასეთი პაციენტის მიღება შეუძლია.

„ჩვენი მივიღებთ პაციენტებს, რომელთაც ექნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათეებლი სიმპტომები. სხვა განყოფილებები მუშაობას წყვეტენ“, – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულება ლაბორატორიიდან კორონავირუსზე კვლევის ფარგლებში რვა პაციენტის ანალიზის პასუხის ელოდება.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ერთი კი – მსუბუქი.