ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით მცირეწლოვანია შეყვანილი, რომლის დედასაც „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი მცირეწლოვანია შეყვანილი. ბავშვს კორონავირუსზე ტესტს დღეს გაუკეთებენ. მოზარდის დედას დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“.
კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 25 პაციენტია მოთავსებული.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, რვა პაციენტს აქვს პნევმონია. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. როგორც მთავარი ექიმი აცხადებს, არასრულწოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტები აღარ ჰყავთ. თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ მძიმე პაციენტთან შეინიშნება დადებითი დინამიკა და ისინი უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან.
ამასთან, კლინიკაში „კოვიდ 19“-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ე.წ. ფარცხანაყანევის კლასტერს განეკუთვნება.
სამ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს უახლოეს დღეებში აუღებენ.