ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ საკვლევ პაციენტზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მიიღეს.
ამასთან, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ორი პაციენტია შეყვანილი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.