ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტს შორის კორონავირუსი ამ დრომდე არავის დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტს შორის კორონავირუსი ამ დრომდე არავის დაუდასტურდა.
ამასთან, ინფექციონისტ ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ადამიანი შეიყვანეს, რომელთაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.
მისივე ინფორნაციით, სამი პაციენტიდან ერთს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი, მესაზღვრეა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ერთ-ერთ ქალბატონთან, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.
მესაზღვრეები ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით თვითდინებით შევიდნენ.
ექიმის ინფორმაციით, სამივე პაციენტს ანალიზები უკვე ჩაუტარდათ და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.