ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პაციენტი გამოიკვილეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან სამი ახალი პაციენტის პასუხები მიიღეს. ანალიზის შედეგებით, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის ოთხი პაციენტია მოთავსებული.
მედიკოსების შეფასებით, ერთის მდგომარეობა მსუბუქი, სამის კი, საშუალო სიმძიმისაა.
„პაციენტს, რომელიც თავს კარგად გრძნობს, გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტექსტს ორშაბათს აუღებთ”, – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ.