ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ხუთი პაციენტის ანალიზების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ოთხი პაციენტი შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში სულ ცხრა პაციენტია მოთავსებული.
პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში დღეს საღამოს შეიყვანეს, იტალიიდან ჩამოფრინდნენ. მედიკოსების შეფასებით, მათ მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
საავადმყოფოში მოთავსებული ცხრა პაციენტიდან ოთხს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთის პასუხებს კი, ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით, ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებულები.