ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

17:09, 03.03.2020

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებული ხუთი პაციენტიდან ოთხის შემთხვევაში ტესტის პასუხები უკვე ცნობილია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

დარჩენილი ერთი პაციენტის ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და კორონავირუსზე პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

აღნიშნული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს შეიყვანეს. ის 25 თებერვალს იტალიიდან ჩამოფრინდა და გუშინ მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

ინფექციონისტ ნესტან ჭეიშვილის თქმით, კლინიკა პაციენტების მისაღებად მზადაა და თანამედროვე სტადარტების შესაბამისად არის აღჭურვილი.

მსგავსი