ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. მას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს ხვალ გაუკეთებენ. პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერს განეკუთვნება.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები კვლავ არ მიუღიათ.
კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 39 პაციენტი ჰყავს