ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სამი პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სამი პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას კვლავ სამი პაციენტი აგრძელებს. მათგან ერთი პაციენტის პირველადი საკონტროლო ტესტი უარყოფითია და განმეორებითი ტესტის კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი ხვალ გაეწერება.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკას 37 გამოჯანმრთელებული ჰყავს. ახალი საკვლევი პაციენტების სტაციონარში არ შესულან.