ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთი პაციენტის ტესტის შედეგებს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთი პაციენტის ტესტის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ეჭვის სიმპტომებით ხუთი პაციენტი შეიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რესპირატორული სიმპტომებით წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან კლინიკაში შეყვანილი პაციენტები ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში განათავსეს.

აქედან ოთხს პაციენტს ანალიზები უკვე აუღეს, კიდევ ერთ პაციენტს დღის განმავლობაში აუღებენ ნიმუშს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.