ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მიიღეს, გამოჯანმრთელდა ოთხი ადამიანი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მიიღეს, გამოჯანმრთელდა ოთხი ადამიანი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტი მიიღეს, ხოლო ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდ დადებითი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

„შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან ექვსი სამეგრელოდანაა, ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი – 16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან სულ 101 პაციენტი განიკურნა.