ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი რჩება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
კლინიკა დღეს კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
ის ე.წ. ანაკლიის კლასტერს განეკუთვნებოდა.
რაც შეეხება სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის კლინიკას საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არ ჰყავს.