ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დროისთვის სამი პაციენტია მოთავსებული.
ისინი კლინიკაში საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს.
პაციენტები ბიქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.
ამ წუთებში ქალაქ ვანიდან კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გადაჰყავთ.
მოქალაქე თვითიზოლაციაში იყო.
ყველა მათგანს ანალიზებს დღეს აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.