ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული

10:44, 23.03.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დროისთვის სამი პაციენტია მოთავსებული.

ისინი კლინიკაში საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს.

პაციენტები ბიქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

ამ წუთებში ქალაქ ვანიდან კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გადაჰყავთ.

მოქალაქე თვითიზოლაციაში იყო.

ყველა მათგანს ანალიზებს დღეს აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი