ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ სამი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინო სივრცეებიდან კიდევ სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათ შესაბამისი ანალიზები აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი საეჭვო პაციენტია მოთავსებული. ოთხივე პასუხი საღამოს გახდება ცნობილი.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი კვლავ ბოქსირებულ პალატებში რჩებიან და აგრძელებენ მკურნალობას.