ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი სტაციონარს დღეს დატოვებს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
ნადირაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.