ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.