ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ცხრა პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ცხრა პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტები საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.
ექიმის თქმით, მათი ნაწილი კლინიკაში თვითიზოლაციიდან გადავიდა, ნაწილი კი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. პაციენტებს შესაბამისი ანალიზები უკვე აუღეს და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.