ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინო სივრცეებიდან ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.