ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი ე.წ. ქუთაისის კლასტერიდანაა. ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ქუთაისის კლასტერიდან დღევანდელი შემთხვევა უკვე მეორე გამოჯანმრთელებულია და კლინიკაში აღნიშნული კლასტერიდან მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ხვალ შესაძლოა, კლინიკიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულიც გაწერონ, რომელიც ე.წ. ფარცხანაყანევის კლასტერს განეკუთვნება.
ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, საკვლევი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში არ მიუღიათ.