ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვს პაციენტზე მიღებული ლაბორატორიული კვლევიდან არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვს პაციენტზე მიღებული ლაბორატორიული კვლევიდან არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება.
ნადირაძის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ დღის განმავლობაში აუღებენ ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.