ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არასრულწლოვანი მოათავსეს, რომელიც საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
მედიკოსის შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვის ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუფიქსირდათ და საავადმყოფიდან უკვე გაწერეს.