ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ #32 სკოლის თანამშრომელი, რომელსაც „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდა, სტაციონარშია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ #32 სკოლის თანამშრომელი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, სტაციონარშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში განმარტავენ, სკოლის თანამშრომელი იმ ახალინფიცირებულ 44 პირს შორისაა, რომელსაც „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდათ.
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი არის ბებია, რომელმაც შვილთან და შვილიშვილთან ერთად საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა.
ანალიზების აღების შემდეგ კი, მათ სამივეს კორონავირუსი დაუდგინდათ.