ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ეს იქნება კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე მე-13 პაციენტი.

ამ დროისათვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.