ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკას კორონავირუსისგან უკვე 25 გამოჯანმრთელებული ჰყავს.
როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ერთი გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ამჟამად კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 11 პაციენტი რჩება. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.