ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაზე პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული საკონტროლო ტესტი აუღეს, რომლის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერს მიეკუთვნება.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა.