ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთ პაციენტზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
„კოვიდი-19“-ის დიაგნოზით კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ბავშვია.
ამასთან, კლინიკაში მყოფ ინფიცირებულებს შორის 13-ს პნევმონია აქვს, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით ერთი მოქალაქე კარანტინიდან შეიყვანეს. მისი კვლევის შედეგები სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.