ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის. მშობელი დაწყებითი კლასების ერთ-ერთ პედაგოგს, ფსიქოლოგირ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც მშობელი ამბობს, ადრეც არაერთხელ მიუმართავს სკოლის დირექტორისთვის რეაგირებისთვის.
„მაგრამ, როდესაც ბავშვმა თავიდან ამოგლეჯილი თმა მოიტანა, გადვწყვიტე, შვილის უფლებები უფრო მაღალ ინსტანციებში დავიცვა“ ,- აცხადებს მშობელი.
მასწავლებელი ბრალდებებს უარყოფს.
მშობელმა ოფიციალური წერილით სახალხო დამცველსაც მიმართა.