ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მშობელი განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის. მშობელი დაწყებითი კლასების ერთ-ერთ პედაგოგს, ფსიქოლოგირ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც მშობელი ამბობს, ადრეც არაერთხელ მიუმართავს სკოლის დირექტორისთვის რეაგირებისთვის.

„მაგრამ, როდესაც ბავშვმა თავიდან ამოგლეჯილი თმა მოიტანა, გადვწყვიტე,  შვილის უფლებები უფრო მაღალ ინსტანციებში დავიცვა“ ,- აცხადებს მშობელი.

მასწავლებელი ბრალდებებს უარყოფს.

მშობელმა ოფიციალური წერილით სახალხო დამცველსაც მიმართა.