ქუთაისის ცხელების ცენტრში ცხრა პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ცხრა პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. მათგან რვა უარყოფითი, ერთი კი, დადებითია.
კლინიკის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც კლინიკაში თვითდინებით მივიდა.
პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.