ქუთაისის ცხელების ცენტრის 36 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა
ქუთაისის ცხელების ცენტრის 36 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 36 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი მედპერსონალის გამოკვლევა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 40 მათგანია გამოკვლეული. გამოკვლელული მედპერსონალიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.