ქუთაისის ახალი მერი მუშაობას შეუდგა
ქუთაისის ახალი მერი მუშაობას შეუდგა

ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია მერიის შენობაში დღეს დილით მივიდა. ჭიღვარია მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

მერს საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი მერი შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.

ჭიღვარია ქალაქის მმართველობას ახალ გუნდთან ერთად აანონსებს და მერიაში რეორგანიზაიას გეგმავს.

როგორც მერმა პირველ არხს განუცხადა, რამდენიმე დღეში კონკურსი გამოცხადდება სამსახურების უფროსების თანამდებობებზე, ასევე მოხდება თანამშრომლების რეორგანიზაცია. ახალი ვიცე-მერების ვინაობა კი საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ გახდება.

ჭიღვარია ქუთაისის რიგით 25-ე, არჩევით კი რიგით მეორე მერია.