ქუთაისის აეროპორტში შუქტექნიკის ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის აეროპორტში დაჯდა
ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
როგორც საქაერონავიგაციაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქტექნიკის ტექნიკური ხარვეზი გახდა, რის აღმოფხვრაზეც შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას“, – აღნიშნავენ საქაერონავიგაციაში.