ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – „მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.