ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – „მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.