ქუთაისის აეროპორტში ბოლონიიდან ჩამოფრენილი 50 მგზავრი შეამოწმეს, ვირუსის სიმპტომები არც ერთს არ დაუფიქსირდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი შესრულდა.
ბოლონია-ქუთაისის რეისით 50 მგზავრი ჩამოფრინდა, რომლებმაც აეროპორტში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სკრინინგის შედეგად, ვირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს დაუფიქსირდა.
როგორც მგზავრები აცხადებენ, მედიკოსებისგან მიიღეს რეკომენდაციები, რომ დარჩნენ სახლში და გარკვეული პერიოდი მოერიდონ სხვებთან კონტაქტს.