ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება, – ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ განაცხადა.
„2020 წლის მარტიდან ქუთაისში შემოვა ახალი მუნიციპალური ავტობუსები, შემუშავდება ახალი სვლაგეზები, მათ შორის დაინიშნება ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით. ეს იქნება ადაპტირებული ტრანსპორტი და მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახურება.
ამ დროისთვის ხარვეზია ქუთაისიდან მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამ საკითხის დარეგულირება არავის კომპეტენციაში არ შედის და ეს მინდობილია მთლიანად ბაზარზე. ვითხოვთ, ისევე მოხდეს მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის დარეგულირების უფლების გადმოცემა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროსთან ინიცირებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევა განსახილველად“, – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
2020 წლიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ახალი ავტოპარკი სულხან-საბას დასახლებაში მოეწყობა, რომელიც განკუთვნილი იქნება ასევე ელექტრომობილებისათვის.