ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა სახელდება
ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.
მგზავრები კომპანია „ვიზეარს“ უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მილანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა. მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა დასახელდა. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ რეისის გაუქმება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს კომპანია „ვიზეარი“ გააკეთებს.