ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა სწავლის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა სწავლის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის მოადგილის, ლია კუხიანიძის ინფორმაციით, სწავლა დაწყებითი სწავლებისთვის განკუთვნილ კორპუსში შეწყდა. მისივე თქმით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა, თუმცა სწავლის დაწყების წინ ადგილზე წიგნების გასატანად იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალაქის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის ოთხ მოსწავლეს.