ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა 15 ნოემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა სახალხო დამცველის აპარატს, სადაც ფაქტის შესწავლა დაიწყეს.