თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს უკავშირდება.

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა პატიმარმა, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.