საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე დიდი მოცულობის ზვავის ჩამოწოლის გამო, საავტომობილო გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.