ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე დიდი მოცულობის ზვავის ჩამოწოლის გამო, საავტომობილო გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.