ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს [ვიდეო]
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
გზის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო, საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.