ქუთაისი-ალპანა-მამისონის 35-ე კმ-ზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის მიზეზი მეწყრული პროცესების გააქტიურება გახდა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ მექვენასა და სოფელ ორხვზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.