ქუთაისი-ალპანა-მამისონის 35-ე კმ-ზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10:37, 23.12.2017

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის მიზეზი მეწყრული პროცესების გააქტიურება გახდა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ მექვენასა და სოფელ ორხვზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

მსგავსი